LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელმა მთავრობამ გააკეთა და გადადგა ის ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ – კალაძე

145
BeFunky-collage (7)

ყველა ქუჩას ინდივიდუალურად ვაპროექტებთ. მსოფლიოში, თუკი ვინმე უძლიერესი კომპანია და ექსპერტები არიან ჩართულები გვყავს. ესენი არიან ის კომპანიები და ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა დედაქალაქში, დიდ ქალაქში ანალოგიური რეფორმები განახორციელეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მთავარია, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი.

„ყველა იმ ქუჩაზე, სადაც შესაძლებელია საავტომობილო ზოლების გაჩენა იმისთვის, რომ დაუბრკოლებლად, შეჩერების გარეშე შეძლოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა, ეს გაკეთდება. ამ რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის, ქვეითად მოსიარულეთათვის, ავტომობილებით გადაადგილება, ველოსიპედებით გადაადგილება იყოს კომფორტული. ჩვენ, ამ 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 800-მდე ახალი ავტობუსი შევიძინეთ, 1000-მდე ახალი მიკროავტობუსი, 100 მეტროს ვაგონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და ასევე შევიძინეთ 40 ახალი მეტროს ვაგონი, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოვა თბილისში. რომელმა მთავრობამ გააკეთა და გადადგა ეს ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ მოვახერხეთ და გვაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს გააკეთა გუნდმა, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეიძლება ვიღაცამ გვითხრას – ამდენი ხნის განმავლობაში ერთი სადგური ვერ გაგიკეთებიათ, მაგრამ ჩემთვის მთავარია ადამიანების უსაფრთხოება – კალაძე ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები