„ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა და თქვა, რომ ეს მსოფლიო ომია, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
როგორც რომის პაპმა ასევე აღნიშნა, ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული და ის გლობალურია.
„ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, – აღნიშნა პაპმა და იქვე დასძინა, რომ ომის მალე დასრულებას ვერ ხედავს.
„რაც შემიძლია, ვაკეთებ. ისინი არ უსმენენ. რაც ხდება უკრაინაში, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია და ეს არის ის, რასაც მე გამუდმებით ვგმობ“, – თქვა რომის პაპმა.
მისი თქმით, მზადაა ყველა მიიღოს და მოუსმინოს.
„ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მესამედ გამომიგზავნა თავისი რელიგიური მრჩეველი. კონტაქტი მაქვს, ვიღებ ხალხს, ვეხმარები.“ – თქვა რომის პაპმა.
რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა