LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომივერია“ თბილისში – დედაქალაქში იტალიური პურის წარმოება დაიწყო

278
243514655-4447723565317268-8658430293597669340-n

მცირე ბიზნესი ყველაზე კარგი გამტარია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ამოცანებს შორის, მცირე ბიზნესი არის გარანტია, რომ შემოსავალი, რომელიც შიდა თუ გარე ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციით შემოვა, უფრო მეტად გადანაწილდება ადამიანების, ოჯახების სასარგებლოდ,  აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, რომ ეს შესანიშნავი საწარმო შეიქმნა და მაქვს იმედი, რომ ამას არსებულმა, კარგმა საინვესტიციო გარემომ შეუწყო ხელი, – განაცხადა ნათია თურნავამ თბილისში, საწარმო „რომივერია“-ს გახსნის ღონისძიებაზე.

„რომივერია” სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას და ასევე  ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. საწარმო პროდუქციის რეალიზაციას  როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე გეგმავს.

კომპანია „რომივერიას“ ჯამური ინვესტიცია 1.000.000 ევროს აღწევს, ობიექტზე კი დასაქმებული იქნება 35 ადამიანი. საწარმოში  ინტეგრირებულია ISO:22000 და HACCP ის სისტემები, ასევე, სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები.

„რომივერია“ აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს – EURO-1.

კომპანია „რომივერიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი: ასორტიმენტში იქნება მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები