პეტიცია, რომელიც რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას გულისხმობს, დასრულდა. პეტიციას, ერთ დღეში ხელი 15 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოაწერა.

განცხადება გუშინ, 3 აგვისტოს Manifest.ge-ზე გამოქვეყნდა და დაახლოებით 24 საათში 15 365-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციას სულ 10 000 ხმა სჭირდებოდა.

პეტიციის ადრესატები არიან:

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი

მოთხოვნის შინაარსი კი ასეთია:

დაწესდეს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები