LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ბახმუტი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს – არიან დაშავებულები

59
რუსი სამხედრო

უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ძალებმა ბახმუტი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. მათივე ცნობით, თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უკრაინის ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მტრის მხრიდან მუდმივი დაბომბვის გამო ქალაქში ვითარება კრიტიკულია.

„კასეტური საბრძოლო მასალით ქალაქების დაბომბვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, არის ომის დანაშაული და რუსი სამხედროები და დაქირავებულები, რომლებიც პოზიციებს ამ მიმართულებით იკავებენ, დაისჯებიან“, – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები