კონსტანტინე გამსახურდია აღგდომის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და ასევე, ამ დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
“ქრისტე აღსდგა!
მარიუპოლში “აზოვმა” ბავშვებს აღდგომა მიულოცა და საჩუქრები და ტკბილეული მიართვა მათ. რუსებმა კი საარტილერიო ჭურვებზე დააწერეს “Христос воскрес” და იმის მეშვეობით ბომბავენ “აზოვსტალს”. სარაკეტო იერიშები გრძელდება ოდესაზეც.
უფალო, შენმა ძალამ, სიკეთემ და ჭეშმარიტებამ ალაგმოს ბოროტები, სისხლისმსმელები, სამყაროს და კაცობრიობის მწვალებლები. უკრაინის და მსოფლიოს თემიდა სამართალს ითხოვს”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.