რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის და მათ შორის, საფრთხეს არც უკრაინისთვის წარმოადგენს. გარდა ამისა, როგორც პესკოვმა თქვა, რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების საკითხს ყოველთვის ყურადღებით ეკიდება.
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის არმიის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებს არ უნდა აწუხებდეს, რადგან რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის და შესაბამისად, ამან მცირედითაც არავინ უნდა შეაშფოთოს.
„რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა უკვე გამოხატა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა