LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მთელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაანეიტრალებს – რუსი პროპაგანდისტი ოლგა სკაბეევა

629
skabaeva

რუსი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ოლგა სკაბაევა გადაცემაში „60 წუთი“ ღია მუქარით გამოვიდა. სკაბაევა ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაცია ომში გადაიზარდა:

„მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ სპეცოპერაცია უკრაინაში დასრულდა და დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, რომელშიც ჩართულია ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. ამჯერად რუსეთი გაანეიტრალებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სრულად”, – განაცხადა ოლგა სკაბაევამ.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა დონეცკში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ რუსული ბატალიონის განეიტრალების თაობაზე.

„წადით და რეცხეთ ტუალეტები სხვა ქვეყნებში“ – „პუტინის რკინის თოჯინად“ წოდებული ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა რუსოფობებს მიმართავს

„დასავლეთს არ მივცემთ უფლებას, გადაარჩინოს უკრაინა“ –  კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები