LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი უკრაინაში “ენერგეტიკული გენოციდის” ჩადენას ცდილობს: პოდოლიაკი

42
bp19hekb7ezvww8

“რუსეთი უკრაინაში “ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

ის ტვიტერზე ამ სიტუაციიდან გამოსავალსა და დაცვის გეგმაზე წერს.

“მოდით ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს “ენერგეტიკული გენოციდის” ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ გამოსავალზე“, – წერს პოდოლიაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g