უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მოქალაქეობის შესაცვლელად ერთი თვე აქვთ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ივანოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხსენებულ ტერიტორიებზე საბუთების გაცემა დაჩქარებული წესით მოხდება.
“ისევე როგორც ყირიმში, ერთ თვეში მათ საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთონ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის 4 ოლქის უკანონო ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ხელს დღეს მოაწერს.
საგულისხმოა, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა ხსენებული ტერიტორიების აღიარებაზე უარი განაცხადეს.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: