LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა META “ტერორისტებისა და ექსტრემისტების” სიაში შეიყვანა

43
ცუკერბერგი

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტო Rosfinmonitoring-მა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta Platforms „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში დაამატა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იუწყება.

Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში დამატება META-ს დაუმორჩილებლობასთანაა დაკავშირებული.

მოსკოვის სასამართლომ ივნისში META-ს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, მას შემდეგ, რაც მარტში კომპანია დამნაშავედ ცნეს რუსეთში „ექსტრემისტულ საქმიანობაში“.

სასამართლოზე META-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ კომპანია არ ეწეოდა ექსტრემისტულ საქმიანობას და რუსოფობიის წინააღმდეგი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები