ომის 99-ე დღე უკრაინაში. საოკუპაციო ძალა დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს.
მძიმეა ვითარება ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკში, რომლის 80 პროცენტზე მეტს ოკუპანტები აკონტროლებრენ, თუმცა როგორც ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი იტყობინება, უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და რამდენიმე ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს.
ხერსონში უკრაინულმა შენაერთებმა 20-მდე დასახლებული რაიონის გათავისუფლება შეძლეს.