LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოკუპანტები ფიქტიური ქორწინებით ომისგან თავის დაღწევას ცდილობენ – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს

125
რუსების ქორწინება ომში

რუსი ოკუპანტები ომისგან თავის დასაღწევად ფიქტიურ ქორწინებას აფორმებენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციას თან სატელეფონო ჩანაწერები ახლავს.

სატელეფონო საუბარში ოკუპანტი მეგობარს სთხოვს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი საჯარო რეესტრში შეიტანოს. შემდეგი სატელეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ქორწინების“ არგუმენტი დანაყოფის მეთაურმა მხედველობაში არ მიიღო და სახლში დაბრუნებაზე უარი უთხრა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის არმიაში დეზერტირების ზრდის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო, კონტროლი საგრძნობლად გაძლიერდა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებს სახლში დაბრუნება მხოლოდ სამ შემთხვევაში შეუძლიათ: თუ მძიმედ დაჭრიან, თუ ნათესავი გარდაეცვლებათ ან თუ თავად დაიღუპებიან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g