რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა მარიუპოლში უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „Reuters“ იუწყება.
„საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა განვითარდა. ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა“,– აღნიშნა სამხედრო მაღალჩინოსანმა და თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან ორშაბათს, 21 მარტს, მოსკოვის დროით 10 საათზე გაიხსნება.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.