LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სენატორი იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება

kosachev-660x330

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი ზომიერად დადებითია, თუმცა არ გამორიცხავს საქართველოში დაპირისპირებას, უკვე ქუჩის ფორმატში.

„რუსეთის მიმართულებით არ მოველი მკვეთრ ცვლილებებს. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ დიალოგის სივრცე სულ მცირე არ შემცირდება, უკეთესი იქნება თუ გაიზრდება. დიალოგი ახლა ორივე ქვეყნის ხალხის, ბიზნესის და ზოგადად, რეგიონის ინტერესებშია,“ – განაცხადა კოსაჩოვმა.

რუსმა სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის გამარჯვება პირველ რიგში საქართველოსთვის სტაბილურობას ნიშნავს.

“სიტუაცია სულ მცირე, უარესი მაინც არ გახდება,” – განაცხადა მან.

კოსაჩოვმა ასევე, აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g