მსახიობი რუსკა ქარქაშაძე სტუმრობდა გადაცემა „შუადღეს“, სადაც ისაუბრა თემაზე, „როცა თინეიჯერი შვილი შეყვარებულია“. რუსკამ აღნიშნა, რომ მშობლებთან ყველაფერზე საუბრობს და მათ შორის უხერხული თემები არ არსებობს.
?? როცა თინეიჯერი შეყვარებულია – რუსკა ქარქაშაძე
?? როცა თინეიჯერი შეყვარებულია – რუსკა ქარქაშაძე
Posted by შუადღე • Shuadge on ორშაბათი, 03 ოქტომბერი, 2022
რუსკა ქარქაშაძე:
„საერთოდ, მე მგონია, რომ ყველაფრის სათავე მშობლისა და შვილის ურთიერთობაა. ჩვენთან სახლში ორი ოქროს წესი არსებობს: სწორი კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის და ნდობა. ეს თუ არ არსებობს, ნებისმიერ თემაში, სადღაც იჭედებით მშობელი და შვილი. რაც საკუთარი თავი მახსოვს, ჩემი მშობლები სულ მესაუბრებოდნენ. ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი. არ გაურბოდნენ არც ერთ უხერხულ თემას. მამა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ნომერი პირველი მრჩეველია დღეს. ეს ყველაფერი მათ შექმნეს ამდენი საუბრით.
ერთი სული მაქვს ხოლმე, ვუთხრა, ვინ მომწონს, რადგან მაინტერესებს მათი აზრი. ამდენი საუბრით ჩვენ შორის კედელი გაირღვა. სახლში რომ მივდივარ, მამას ვუყვები, რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში…“