რუსი ოკუპანტები ჩერნობილის ატომური სადგურიდან გავიდნენ. ინფორმაციას Unian-ი სახელმწიფო სტრუქტურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“განახლებული ინფორმაციას – ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორიაზე უცხო პირები არ არიან”, – წერია განცხადებაში.
Unian-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სადგურზე დასაქმებულ ადამიანებს აიძულეს ხელი მოეწერათ „ოფიციალურ“ საბუთზე, თითქოს 24 თებერვლიდან რუსეთი ობიექტს „იცავდა“.
უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს. თუმცა, როგორც უკრაინის მთავრობა იუწყება, რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს სადგური, წაიღეს ტექნიკა და სხვა ნივთები, მათ შორის ჩაიდნები, ყავის მოსადუღებელი ჯაზვეები. ვრცელდება ცნობები, რომ მათ თან წაიყვანეს ნაციონალური გვარდიის წევრებიც და მძევლების გათავისუფლების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.