LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე აქციის სამზადისი დაიწყო – მონაწილეებს სიტყვით უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ

140
აქციის სამზადისი

რუსთაველის გამზირზე აქციისათვის – „შინ ევროპისკენ“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში ადგილზე სცენა მონტაჟდება, საიდანაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებისა და აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა  “სირცხვილია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით 5 ევროპარლამენტარი მიმართავს.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ.
რასა იუკნევიჩიენე
მარკეტა გრეგოროვა
ჟიგიმანტას პავილიონისი
ანდრიუს კუბილიუსი
ანა ფოტიგა
წინ ევროპისკენ!
შინ ევროპისკენ!, –
 წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

21:00 საათზე კი, აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

თბილისის გარდა, დღეს, ამავე მოწოდებისა და შინაარსის აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება. კერძოდ,  18:00 საათზე მოქალაქეები ზუგდიდში, 19:00 საათზე ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში შეიკრიბებიან.

ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g