LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2 მაუწყებლობას აჩერებს

2946
4127a84500aa4477d1f0adf5433e87b7_XL

“რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სანამ ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული არ იქნება და სიტუაცია  სტაბილური არ გახდება, იქამდე “რუსთავი 2” მაუწყებლობას აჩერებს.

“რუსთავი 2-ის ყველა ჯგუფი მოიხსნება ამ აქციის გაშუქებიდან იმიტომ, რომ ადგილი აქვს უვკე სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. არცერთი მათგანი არ მიღირს,  იმდენად რომ გაშუქების პროცესი უფრო წინ დავაყენო.

ჩვენ ვხედავთ ნაცნობ სახეებს, რომელიც ყველა ვითარებაში ჰყვს გავეშებული საქართველო პრო-პუტინისტურ ხელისუფლებას. დღეს გაბუნიას ძლაიან მძიმე შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია. ჩვენ მივიღეთ საქართველს ხელისუფლების მეტი ლუსტრაცია ვიდრე გავრილოვის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა პუტინის უხამსად მოხსენიება. დავანებოთ თავი ფორმას, ამაზე არხმა უკვე გაავრცელა თავისი დამოკიდებულება.

რა შეცდომაც არ უდნა დაეშვა გიორგი გაბუნიას, ჩვნეი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახის პროდასავლელი და ძალიან დამსახურებული ჟურნალისტის თავს ამ პროპუტინისტურ ბრბოს ცხადია არ გადავუგდებთ. არავინ არასდროს არსად არ გადადგება. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა ისევე , როგორც ხელისუფლება” – განაცხადა გვარმიიამ.

რუსთავი 2-ის შენობასთან წამყვანის გიორგი გაბუნიას ქმედების გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ და სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ.

თავდაპირველად მათ მოთხოვეს ბოდიში მოეხადა გაბუნიას, შემდეგ არხიდან გვარამიასა და გაბუნიას წასვლა მოითხოვეს, ახლა კი თქვეს, რომ არა ბოდიში, არამედ დირექტორისა და წამყვანის დასჯა სურთ.

პრეზიდენტი გაბუნიას მონოლოგზე: ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია

"პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება"

გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინება პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ.

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ტელეკომპანია რუსთავი 2 მათი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარდაცვლილი მშობლების გინებას განცხადებითაც გამოეხმაურა. მათ ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ ასახავს არხის სარედაქციო პოზიციას.

გარდა ამისა, ტელეკომპანია აცხადებს, რომ კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევენ ხელისუფლების წარმომომადგენლების მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. მათი თქმით, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის დაკანონებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები