LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება 

176
რუსთავის თეატრი

14 და 15 მაისს, 20 სთ-ზე, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორი სოსო ნემსაძე კოტე ჯანდიერის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – ,,საყმაწვილო სენი“ წარმოადგენს. ეს უკვე მეორე სპექტაკლია, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და რუსთავის თეატრის შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში დაიდგა.

კოტე ჯანდიერის ,,საყმაწვილო სენი“ ქართული ამბავია, ყველა მისი შტრიხით, პერსონაჟთა ხასიათითა თუ ქმედებით. დრამატურგი, მის შემოქმედებაში სწორედ ქართულ ისტორიებს აცოცხლებს, რომელიც სცენაზე კიდევ უფრო ორგანული ხდება.

რუსთავის თეატრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  რეპერტუარში ქართული დრამატურგიის სიჭარბეს. ამ დროისათვის რუსთავის თეატრის მაყურებელს კოტე ჯანდიერის ორი პიესის: „ელექტრიკოსისა“ და „საყმაწვილო სენის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლების ნახვა შეეძლება.

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი და ინსცენირების ავტორი – სოსო ნემსაძე

მხატვარი – შოთა ბაგალიშვილი

კოსტიუმების მხატვარი – თათია კევლიშვილი

სასცენო მოძრაობა – შოთა გეგიაძე

სპექტაკლში გამოყენებულია tiger lilies-ის კომპოზიციები.

მონაწილეობენ: ეკატერინე (კატო) კვარაცხელია, მარიამ ქანთარია, ლაშაო გაბუნია, ალექსანდრა თელია, ლაშა მებუკე, ნანა (ნანუკა) იოსელიანი, ნანა ბიბილაშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, ირაკლი ჯიშკარიანი, ნია ტოგონიძე, ნიკოლოზ გვაზავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები