LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ენმ-ის დეპუტატის დაჭრის გამო ერთი პირი დააკავეს

67
arrest-1553980511.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  ფრაქციიდან საკრებულოს დეპუტატის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ტ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

“ოცნების” აქტივისტმა საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი დაჭრა… მმართველობის მეცხრე წელს” – დეკანოიძე

«გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1978 წელს დაბადებულ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი გამოყენებით ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება “. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები