LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, ტელეფონების მაღაზიის გაქურდვისთვის ორი არასრულწლოვანია მხილებული

103
borkilebi-1516363880-1024x446

რუსთავში, ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს და თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩააბარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები