მომღერალი რუსუდან მუმლაძე „დღის პოსტს“ ესტუმრა და ოჯახური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. ის კომპოზიტორ ზურა ლალიაშვილის მეუღლეა.
„პირველი ქორწინების შემდეგ შვილზე გადავერთე და მეორე საფეხურზე გადაინაცვლა. ახალი სიყვარული არ იყო ბანალური. ჩემი მეუღლე არის ზურა ლალიაშვილი. არაჩვეულებრივი ადამიანი. ასაკობრივი სხვაობა ჩემთვის არ ყოფილა ბარიერი, მაგრამ… ჩვენ შორის 20 წელია სხვაობა. თითქოს არაფერია და მართლა არაფერი არ არის, ეს გამოცდილებამ გვაჩვენა, ჩვენმა 11-წლიანმა ერთად ცხოვრებამ. ჩვენ შემთხვევაში სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ის იმედგაცრუება, რაც მქონდა პირველ ქორწინებაში, აბსოლუტურად შევივსე ამ ურთიერთობით. ეს არ მოხდა ძალდატანებით…“