მუსიკოსი და მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე ისაუბრა.
რუსუდან მუმლაძემ გაიხსენა, როგორ დართო ნება პატრიარქმა ამბიონიდან ეგალობა.
„რუსიკო ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია, საგალობლები ასწავლეთ, ტაძარში იგალობოს კვირაობით“ – თქვა პატრიარქმა. 6 წლის ვიყავი, ისეთი ჟესტიკულაციით ვუმღერე, მახსოვს პატრიარქის ხარხარი…
ამბიონზე ქალი მხოლოდ ჯვრისწერის დროს ადის, მე კი კურთხევა მომცა და წირვის შემდეგ ამბიონოდან ვგალობდი“, – აცხადებს რუსუდან მუმლაძე.
რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში სიმღერა „პატრიარქი მობრძანდაო მცხეთას“ შეასრულა.
