LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, სავარაუდოდ, კვირაში 7-ჯერ იფრენენ

153
plane-uk

წინასწარი ინფორმაციით, რუსული ავიახაზები ყოველ კვირას მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, კომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა.

პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა