LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: რუსეთი უკრაინაში დილის 09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აცხადებს და ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის

98
rusuli media

რუსული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თხოვნის შესაბამისად, რუსეთი უკრაინაში ადგილობრივი დროით, დილის 09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აცხადებს და ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის.

მედიის ცნობით, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება კიევის, მარიუპოლის, ხარკოვის და სუმის მცხოვრებლებისთვის.

რუსული მედია ასევე წერს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ ევაკუაციის უწყვეტ მონიტორინგს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

„რუსეთის მთავრობა უკრაინის ხელისუფლებისგან, ასევე ქალაქების ხელმძღვანელობისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება“, – წერს მედია.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნულს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. შაბათს და კვირას, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მარშრუტის გახსნის ორი ოპერაცია ჩაიშალა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით,  შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტის საათებში, რუსული მხარე კვლავ აგრძელებდა ქალაქის დაბომბვას.

უკრაინის გენშტაბის დილის თათბირზე გაკეთდა განცხადებები, რომ რუსული ჯარები იყენებენ ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის.

„აქტიურად იბომბება დასახლებული პუნქტები, მშვიდობიანი მოსახლეობა

ხელოვნურად იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი ქალაქებში, მათ შორისაა ირპენი. ამ ქალაქში სამ დღეზე მეტია, არ არის წყალი, შუქი, სითბო.

ხდება რუსული ტელეარხებისთვის დადგმული რეპორტაჟების გადაღება, სადაც ჩანს, რომ დამპყრობლები, თითქოს ჰუმანურად ექცევიან ადგილობრივ მოსახლეობას.

რუსეთი აგრძლელებს შეტევას, თუმცა განიცდის დიდ ადამიანურ დანაკარგებს და ასევე დანაკარგებს ტექნიკაში“.

რუსეთ-უკრაინის ომზე მუდმივად განახლებულ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g