LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“

160
astoria

რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს.

მათი ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. როგორც სააგენტოში ამბობენ, გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა.

„27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოვიდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“ შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, საკრუიზო გემმა Astoria Grande-მ, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, 22 ივლისს სოჭიდან დაიწყო სვლა. რუსული მედიის ცნობით, ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობენ. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში გაჩერდება: „შემოსვლა კომერციული ხასიათისაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები