LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, ექვსი ქართველი მოხალისე კი დაიღუპა“: ომის კვლევის ინსტიტუტი

173
რუსი ოკუპანტები

„უკრაინის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს სამხედრო ინიციატივა და განაგრძოს მისი ამჟამინდელი ოპერაციული წარმატებების იმპულსი, დამოკიდებულია უკრაინული ძალების მიერ 2022-2023 წლების ზამთრის განმავლობაში თანმიმდევრული ოპერაციების განხორციელებაზე“, – ამის შესახებ ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტი(ISW) განახლებულ ინფორმაციაში იუწყება.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უკრაინული ძალები ზამთარში შეტევითი ოპერაციების გაგრძელებას გეგმავენ, რათა გამოიყენონ ბრძოლის ველზე მიღწეული ბოლოდროინდელი წარმატებები და ხელი შეუშალონ რუსულ ძალებს ბრძოლის ველზე ინიციატივის დაბრუნებაში.

„რუსეთმა დაკარგა ინიციატივა 2022 წლის ზაფხულში დონბასში მისი შეტევის კულმინაციის შემდეგ. უკრაინულმა ძალებმა მოიპოვეს და შეინარჩუნეს ინიციატივა 2022 წლის აგვისტოდან და მას შემდეგ ახორციელებენ წარმატებული თანმიმდევრული ოპერაციების სერიას: უკრაინამ გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილი სექტემბერში, ქალაქი ხერსონი ნოემბერში და ამჟამად აყენებს პირობებს ზამთარში მეტი წინსვლისთვის.

უკრაინის შესაძლებლობა შეინარჩუნოს სამხედრო ინიციატივა და განაგრძოს მისი ამჟამინდელი ოპერაციული წარმატებების იმპულსი, დამოკიდებულია უკრაინული ძალების მიერ 2022-2023 წლების ზამთრის განმავლობაში თანმიმდევრული ოპერაციების განხორციელებაზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა – მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა სახმელეთო შეტევები ბახმუტის გარშემო 4 დეკემბერს განაგრძეს. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბერესტოვოეს, ბილოჰორივკას, იაკოვლივკას, სოლედარსა და ბახმუცკესთან და ბახმუტის სამხრეთით ოპიტნეს, კლიშჩიივკას, ანდრიივკას და კურდიუმივკას მახლობლად.

„უკრაინულმა და ქართულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა და ექვსი ქართველი მოხალისე დაიღუპა. უკრაინის ჯარების მიერ გამოქვეყნებული სოციალური მედიის კადრები ასახავს მძიმე ბრძოლებს ბახმუტის სამხრეთით, ოპიტნეში.“– აცხადებენ ორგანიზაციაში.

ომის კვლევის ინსტიტუტში ასევე აცხადებენ, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, დიდ მსხვერპლს განიცდიან ბახმუტის გარშემო მიმდინარე ოპერაციებში.

mazda magti 5g