რუსეთმა უკრაინულ მხარეს 30 უკრაინელი მებრძოლის ცხედარი გადასცა.
ინფორმაციას BBC უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკარგული პირების კომისრის, ოლეგ კოტენკოს განმარტებით, ცხედრები ზაპოროჟიეს რაიონში გადაასვენეს.
პროცესში მონაწილეობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, გენერალური შტაბისა და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.
იყო ეს ცხედრების ორმხრივი გაცვლა, თუ მხოლოდ ერთი მხარისთვის მებრძოლების დაბრუნება – უკრაინული წყაროები არ აკონკრეტებენ.
Ukrinform-ი წერ, რომ ცხედრებს დაღუპულთა ახლობლებს გადასცემენ და პატივით დაკრძალავენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში