LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა სამხედრო გემმა, ყირიმთან ახლოს, ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს ცეცხლი გაუხსნა

86
Russian

რუსეთმა შავი ზღვის წყლებში ბრიტანული ფლოტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სროლის სემდეგ HMS Defender-მა რუსეთის ტერიტორიული წყლები სასწრაფოდ დატოვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი ფიოლოენტის კონცხთან, ყირიმის სამხრეთით მოხდა.

„გამანადგურებელი გავაფრთხილეთ, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იარაღს გამოვიყენებდით. მან რეაგირება არ მოახდინა გაფრთხილებაზე ”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ინგლისის განცხადებით, ისინი არ მოიაზრებენ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, რადგან ფედერაციამ მისი ანექსია 2014 წელს მოახდინა.

პოპულალურები