LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ივანიშვილი ან მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან ცუდად დაამთავრებს

108
saakashvili-court

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრის კიდევ ერთხელ გადავადებას ეხმაურება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი “ან მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან უახლოეს ხანში ის ძალიან ცუდად დაამთავრებს”.

გადავა თუ არა ქვეყანა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, დღეს გახდება ცნობილი. ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, 2020 წელს ჩატარდება, თუმცა გუშინ საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო - უმრავლესობის „უმრავლესობის“ პროპორციული შიში

ოქრიაშვილს არავისი არ ეშინია - კანონპროექტს -6 ხმა გამოუცხადა.

დღეს კი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უნდა უყაროს. პლენარულ სხდომამდე, ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებს ისევ შეხვდება.

მაჟორიტარი დეპუტატების “ამბოხის” შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს, ნაწილი კი თვლის, რომ ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია.