LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ვაშაძეზე: მთელი ცხოვრება ხელით ვერ ვათრევ, ბნელ მხარეს გადავიდა

178
vashadzesaakashvili-e1537176949551

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეზე ბევრი დროის დახარჯვა არ სურს.

“ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს…

ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. საერთოდ ეჭვიც არ მეპარება ამაში და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას, ხელახლა აშენებას, ხელახლა განვითარებას“, — ამბობს სააკაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დატოვეს.

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი გაერთიანება წარადგინეს.

ვაშაძე: კაბინეტის ადამიანი არ ვარ, პრემიერი უნდა იჯდეს იუსტიციის სახლში, სადაც ყველაზე მეტი ხალხი მიდის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები