LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა – ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული: მეუფე ნიკოლოზი

1556
BeFunky-collage (17)

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა. ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა ამას ისტორიული დღე უწოდა და მიზეზიც განმარტა.

“დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი შეფასება, მე ვიყავი საპყრობილეში და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს.” – ამბობს მიტროპოლიტი

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის შიმშლობას მარხვა უწოდა. მიტროპოლიტის განცხადებით, მას სააკაშვილმა სთხოვა ზიარება.

“მასზე ხშირად ამბობენ, მოინანიოს, შეინანოს. მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება და არ არის “ნიანგის ცრემლები” – მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ საპყრობილიდან ადამიანმა თავი დაიხსნას…” – აცხადებს მეუფე.

“40 დღე იმარხულა სააკაშვილმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ და არასოდეს არავის მოუცია შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე. იგი ეზიარა ღირსეულად” – აცხადებს მეუფე.

მისი თქმით, მსგავსად 40 დღის განმავლობაში “მშრალი მარხვის” შენახვის მხოლოდ ისტორიული მაგალითები არსებობს. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა.

“მან გალობანი სინანულისანი შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არის და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ”, – თქვა მიტროპოლიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g