LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილს უყურებს და უსმენს კიდეც?“ – რას პასუხობს შალვა ხაჭაპურიძე ნინო ნადირაძეს

1096
ნადირაძე ხაჭაპურიძე

„ექთანს დავუძახე, ვკითხე ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი. ვუთხარი პროცესზე გამოგიძახებ-მეთქი. ჩვენს შორის მეტი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ის ადამიანი ექთანია და თავის საქმეს აკეთებს. დასაჭერთა სიის შესახებ, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, რითაც „ვივა მედის “ გენერალური დირექტორის მიერ დღეს, 10 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ნინო ნადირაძე: „ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, როცა მისი მორიგეობა დასრულებულია, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებისაცო, ეს ნორმალურია? ღმერთო, გაძლება მოგვეცი“

ადვოკატის განმარტებით, არასერიოზულია რომ მოწმეს, რომელმაც მის სასარგებლოდ უნდა მისცეს ჩვენება, „დასაჭერთა სიაზე“ ესაუბრო.

„სიმართლე გითხრათ, ნადირაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება სერიოზულად არ მიმაჩნია.

მოწმეთა სიას ვადგენთ და ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, იმას დავიბარებთ და გამოვიძახებთ. კანონით ამის უფლება გაგვაჩნია.

რაც შეეხება „დასაჭერთა სიას“, ამის კომენტარი თავად ნინოს ჰკითხეთ. წარმოგიდგენიათ, მე შევიდე პალატაში და მოწმეს, რომელმაც ჩემთვის სასარგებლო რჩევა უნდა მისცეს, ვუთხრა, უნდა დაგიჭირო-მეთქი ან ადვოკატი, როდის იჭერდა ვინმეს?

რასაც სტატუსის მეორე ნაწილში წერს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საინტერესო ისაა, რომ სააკაშვილის პალატაში შედგა ჩემსა და ექთანს შორის კომუნიკაცია და ნინო ნადირაძემ, რა იცის ამის შესახებ? ანუ სააკაშვილს უყურებს და უსმენს კიდეც? ეს განცდა გამიჩნდა ახლა.

მოწმეს რომ დავიბარებ, ამაში არაფერი არაა გასაკვირი, მოწმედ შეიძლება დავიბარო ყველა, ვინც კი თავში აზრად მომივა და ვისაც საქმესთან დაკავშირებით, სულ მცირე რამ მაინც ეცოდინება. ნინო ნადირაძემ საიდან იცის ჩემი და ექთნის საუბრის შესახებ, ეს თემაა ყველაზე საინტერესო“, – აცხადებს ხაჭაპურიძე „ფორტუნასთან“.

ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეზე: კლინიკის სხვა უამრავ მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე

შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

ალასანია – გონების დაკარგვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდათ მიხეილ სააკაშვილის მოსულიერება – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ

„მიხეილ სააკაშვილის დაცვის სტრატეგია შეიცვლება“ – შალვა ხაჭაპურიძე

პოპულალურები