LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით: ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პროგრესის მიღწევა

56
BeFunky-collage

„ვფიქრობ, გასული ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამასთან, ვიცით, რომ ეს დისკუსიები რთულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეძლეს საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

“თუ კომისია დაადგენს, რომ არჩევნები დარღვევებით წარიმართა, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას” – ვის შეუწყდება მანდატი და რა შემთხვევაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადამწყვეტია, რომ მომდევნო არჩევნების დროს იმაზე ნაკლები ხარვეზი ვიხილოთ, ვიდრე წინა არჩევნებზე ვნახეთ. ეს კარგი ამბავია. სხვა საკითხები რჩება მაგიდაზე. ბევრი მათგანი ჯერ გადაუწყვეტელია. ჩვენ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია წინ წაწევა. ყველა მხარე ერთგულია დიალოგის გაგრძელების და ხვალ ვნახავთ რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. სხვა საკითხებს რაც შეეხება, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება.

როგორც თქვენ მოისმინეთ დიალოგის მონაწილეთა კომენტარებიდან, საბოლოოდ სწორედ მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, ეს მარტივი პროცესი არ იქნება. როგორც ვთქვი, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა ვნახოთ, თუ იქნება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ხვალ ან ნებისმიერ სხვა დროს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

უნდა ველოდოთ თუ არა ოპოზიციის “ტრიუკებს”: ვინ რა გზით შეიძლება შევიდეს პარლამენტში

“რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდება” – სად და როგორ ხედავს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს გია ხუხაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები