LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

narkotiki-1

სადახლოზე, ვალეში, წითელ ხიდსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “სადახლო-საავტომობილო”, “ვალე”, “წითელი ხიდი” და “ქუთაისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (27 აბი) და ფსიქოტროპული (21 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი (2 მლ.) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები