LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა შემცირდა

80

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი იანვრისათვის 19.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 141.5 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.5 პროცენტით მეტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 509.5 მლნ ლარით, ანუ 4.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 0.8 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 257.7 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 7.4 პროცენტით).

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 34.44 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.81 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მათივე ცნობით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობას (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე),  ის 2017 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 133.7 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.5 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 21.7 მლრდ ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები