პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისში არსებულ საცობზე და გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისში საცობები ხომ არ გაწუხებთ მეგობრებო? ლამის საათობით ხომ არ დგახართ გაჩერებაზე? მეტროში ჩასასვლელ-ამოსასვლელად ძიუდოს ილეთები ხომ არ გჭირდებათ? და მაინც კალაძე კაი მერი გგონიათ ხო? ტაქსები ხომ გადააღებინა თეთრად და ეგ გენიალურ სატრანსპორტო რეფორმად ხომ მოგასაღათ? ეგაა მთავარი – ხშირად ვიმეოროთ – სამაგიეროდ ტაქსებია თეთრი! დღეში თორმეტჯერ უნდა ვთქვათ ეგ ))))“, – წერს ელისაშვილი.
თბილისში საცობები ხომ არ გაწუხებთ მეგობრებო? ლამის საათობით ხომ არ დგახართ გაჩერებაზე? მეტროში ჩასასვლელ-ამოსასვლელად…
Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2022