LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცურაო აუზი თუ პარკინგი – რა მოეწყობა ნოტრდამის სახურავზე (ფოტოები)

1124
pool

უკვე ერთი თვეა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის მოწყობაზე მთელი მსოფლიოს არქიტექტორ-დიზაინერები ფიქრობენ.

სტოკჰოლმში მოქმედი არქიტექტორული კომპანია UMA  საფრანგეთის მთავრობას ნოტრადამზე გიგანტური საცურაო აუზის მოწყობას სთავაზობს. ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ აქედან მთელი პარიზის ხედების დანახვა იქნება შესაძლებელი.

ერთ-ერთი ფრანგული სააგენტო კი მწვანე სახურავის იდეაზე საუბრობს. “რატომაც არა, რატომ არ უნდა ჩავერთოთ ამაში და რატომ არ გავაკეთოთ მწვანე სახურავი”,  – სააგენტოს წარმომადგენელი მარკ კარბონარე.

ზოგიერთმა დიზიანერმა ეკომეგობრული შუშის სახურავის იდეა გამოაქვეყნა, ნაწილი კი თვლის, რომ ნოტრდამის თავზე პარკინგი უნდა მოეწყოს. დიზაინერები ამბობენ, რომ ეს მანქანების გაჩერების პრობლემასაც მოაგვარებს და თან ყველაზე სანახაობრივი პარკინგი იქნება მთელ მსოფლიოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები