საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.
პროცესი 16 ივლისს არის ჩანიშნული. ოჯახური სკანდალი მედიის განხილვის თემად იქცა.
ყოფილი მეუღლე ცნობილ ჩოგბურთელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას უარყოფს. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს და სასამართლოში სიმართლის დამტკიცება არ გაუჭირდებათ.
ორივე ამბობს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.
პროცესის დაწყებამდე კი ნეკა დოროყაშვილი შვილთან და მეგობართან ერთად ბათუმში ისვენებს.
ნეკას ინსტაგრამმეგობრები აღნიშნავენ, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
საყვარელ გოგონასთან ერთად საქართველოში მოგზაურობს ნიკოლოზ ბასილაშვილიც. გერმანელ საცოლესთან ერთად მან ცოტა ხნის ყაზბეგი მოინახულა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე საქართველოში მოგზაურობის ფოტოს აქვეყნებს