LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მოგზაურობენ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად

227
მოგზაურობა

მგზავრების 23%-იანი ზრდა საქართველოს აეროპორტებში მხოლოდ ერთ წელიწადში! სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციის თანახმად, თუ 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი აეროპორტებით 4,073,959 მგზავრმა ისარგებლა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,033,323-ს შეადგენს.

პერიოდულად ქვეყნდება ინფორმაციები ცალკეულ აეროპორტებზე,  თუ რომელი ქვეყნებია ყველაზე მოთხოვნადი. ამჯერად, რადიო „ფორტუნა“ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების ინფორმაციას ერთად მოგაწვდით.

სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, 2018 წელს თბილისის აეროპორტიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და მანამდე არსებულ რეისებს მსოფლიოს 25 მიმართულებით, 2018 წელს ესპანეთი, იტალია, ომანი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, საუდის არაბეთი და ბელგია დაემატა და რეისების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად 5 ქვეყანას, სადაც 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მეტი რეისი შესრულდა, მათი ჩამონათვალი ასეთია: რუსეთი, თურქეთი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და უკრაინა.

აბსოლუტურად განსხვავებული სურათია ქუთაისის აეროპორტში, სადაც 2018 წელს გაფრენილი ან ჩამოფრენილი მგზავრების მოთხოვნები მხოლოდ ევროპულ ქალაქებს უკავშირდება.

გარდა იმისა, რომ გასულ წელს 2017 წელთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, 5 ყველაზე მოთხოვნად ქვეყნად დასახელდა: გერმანია, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი და უნგრეთი.

პოპულალურები