LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი დოლარი – ხუციშვილი

77
100-dolari-w-h

საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დონორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანხების მობილიზება მოკლე დროში მოხერხდა.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ქვეყნის ბიუჯეტზე პანდემიის გავლენებზეც ისაუბრა. „პანდემიის გავლენა 2020-2021 წლების ბიუჯეტზე – 7.2 მილიარდი ლარია”, – აღნიშნა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები