LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და რომ არა ჩვენ, ეს საქმე დიდი ხნის დახურული იქნებოდა – მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

136
BeFunky-collage - 2020-10-13T131845.023

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება პასიური გახდა. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეს თვითმკვლელობის მუხლით დიდი ხნის წინ დაასრულებდა, რომ არა პირადად რამიშვილი და გარდაცვლილი გოგონას ოჯახი. ამის შესახებ მან “ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა. ადვოკატის თქმით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაში გარკვეული ჯგუფის ინტერესს.

“პასიური გახდა გამოძიება. კომპიუტერის საზღვარგარეთ გაგზავნას და ექსპერტიზას საჭიროდ არ მიიჩნევენ. იგნორირებას აკეთებენ ყველა იმ დაპირებაზე, რაც პირისპირ გენერალურ პროკურორთან შეხვედრებზე გვქონდა. საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. რომ არა ჩვენ და კონკრეტულად, რომ არა მე, ეს საქმე დიდი ხნის დახურული იქნებოდა თვითმკვლელობის მუხლით. ჩვენ ვუთითებთ რა უნდა გააკეთონ. საქმის მასალებს რომ აღმოვაჩენ, გვეკითხებიან, სად იპოვე? როგორ სად ვიპოვე, სად იყო და აქ იყო. არა აქვთ მონდომება, რომ დადგინდეს ჭეშმარიტი ობიექტურობა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის ინტერესი”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

“სიყვარული არ მიიყვანდა, უფულობა არ მიიყვანდა, რაღაცამ ხომ მიიყვანა?! – ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან”: რას გეგმავს მიხეილ რამიშვილი 

ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეზე, აქამდე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებიდან უმრავლესობა შესაცვლელია.

“ძალიან ბევრი ექსპერტიზის პასუხი არის შესაცვლელი. ყველა ეს ექსპერტიზის პასუხი ძალიან დიდი ხნით ადრე იყო შესაძლებელი მოსულიყო. დროში გაჭიანურება მიზანმიმართულად ხდება. არჩევნების დასასრულს ელოდებიან, იმ იმედით, რომ აი არჩევნები დამთავრდება და ამ საქმეს დავასრულებთ”, – განმარტავს რამიშვილი.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არსებობს მასალები, რომელიც საზღვარგარეთიდან მიიღეს და მას პრეტენზია აქვს საგამოძიებო უწყებასთან იმის გამო, რომ აღნიშნული მასალები ქართულ ენაზე არ არის თარგმნილი. რამიშვილის ინფორმაციით, თამარ საქმეზე საგამოძიებო სახის ტომეულების მოცულობა იზრდება, თუმცა რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს.

“საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია და საგამოძიებო საქმეში ქართულ ენაზე უნდა იდოს მასალა, კეთილი ინებონ და თარგმნონ. რომ მოდის საქმის მასალები და ოჯახი რომ ეცნობა, თუ არ იცის უცხო ენა, რა ქნას. ეს იყო მაგალითად კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც იყო უცხო ენაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ტომების მოცულობა იზრდება, რეალური შედეგი კი არ ჩანს”, – ამბობს ადვოკატი.

თამარ ბაჩალიაშვილი იმ ქვესტრუქტურის ნაწილი იყო, რომელიც მსხვილ ფინანსურ აფიორებთან დაკავშირებით მუშაობდა-დავით ფურცხვანიძის განცხადება

მან ასევე ისაუბრა საქმეზე დაკითხულ მოწმეებზე, კონკრეტულად კი მარნეულში ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელზე და განმარტა, რომ მისი ჩვენება არაფრისმომცემი იყო. რამიშვილის თქმით, გამოძიება ისეთი პირებით ინტერესდება, ვისაც საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვთ.

“მიმდინარეობს ისეთი ადამიანების დაკითხვა, რომლებიც არაფერ შუაში არიან. მაგალითად, მარნეულში ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი დაკითხეს, სადაც თამარის მანქანამ უბრალოდ გაიარა. რამდენმა მანქანამ შეიძლება გაიაროს გზაზე და გამყიდველმა როგორ უნდა იცოდეს თითოეული მანქანა ვისია ან ა.შ. გამოძიებას ვწერთ – პასუხობენ, ვწერთ – პასუხობენ. ამ ჭიდაობაში ცდილობენ, რომ შუბლის ძარღვი გაიწყვიტონ და თქვან – ეს არის თვითმკვლელობა და ამით დაასრულონ, მაგრამ მოტივაცია არ გააჩნიათ, გარემოებები არ გააჩნიათ, ბევრი შეუთავსებლობაა. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დასერჩვა დანაშაულია! ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაბარებულმა სოცქსელში პოსტი დადო

 

magti 5g