LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიყვარული არ მიიყვანდა, უფულობა არ მიიყვანდა, რაღაცამ ხომ მიიყვანა?! – ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან”: რას გეგმავს მიხეილ რამიშვილი 

157
BeFunky-collage - 2020-10-06T162522.511

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საგამოძიებო უწყებამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა, რასაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახი პირველი დღეებიდან ითხოვდა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ კომპლექსური – ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს, რაც დაადასტურებს, რომ 23 წლის პროგრამისტს თავი არ მოუკლავს. ამის შესახებ ადვოკატმა “ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე განმარტებით, გამოძიებას საქმე თვითმკვლელობამდე მიჰყავს და ამას უწყება პირველივე დღიდან ცდილობდა, რასაც მისივე თქმით, ადასტურებს საქმეში არსებული არაერთი ფაქტი და მათ შორის შეცვლილი ჩვენებები.

დასერჩვა დანაშაულია! ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაბარებულმა სოცქსელში პოსტი დადო

“დანიშნეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ჩვენ ვითხოვთ კომპლექსურ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. ამას თავიდანვე ვითხოვდით, მაგრამ ვერ ვატარებდით, რადგან არ გვაძლევდნენ საქმის მასალებს სრულად. გამოკვლეული უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი – დაბადებიდან, მისი ოჯახი და ყველა მასალა, მეგობრები, სოციალური მდგომარეობა და დადგინდეს რამდენად შეუძლია ასეთ ადამიანს ჩაიდინოს თვითმკვლელობა. წინასწარ ამზადებენ საზოგადოებას, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამყარდეს. 4 დღე ცხედრის სუნს ძაღლები აიღებდნენ, მაგრამ იქ მანქანა არ იყო. ყოველ დღე დადის იქ ნახირი და მწყემსი. პირადად ვიყავი ჩასული და ვნახე. როდესაც ახალი ინფორმაციები მიმაქვს, მაშინვე აცვლევინებენ ჩვენებებს მწყემსებს. გააჩნია როგორი მრჩეველი ეყოლებათ, ისე დასრულდება გამოძიება”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

“ცუდად ვარ, მიჭირს, დავიღალე”-გასაჯაროვდა თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამსახველი აუდიო ჩანაწერი

ოჯახის უფლებადამცველი განმარტავს, რომ ჭეშმარიტების დასადგენად, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ამბობს, რომ ის ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი შემთხვევით გახდა და მის ადგილას შეიძლება ნებისმიერი სხვა ყოფილიყო. ადვოკატი ამბობს, რომ მის მიმართ მუქარებიც სწორედ იმ დღიდან დაიწყო.

“თუ თვითმკვლელობაა, უნდა დადგინდეს თვითმკვლელობამდე რამ მიიყვანა. სიყვარული არ მიიყვანდა, უფულობა არ მიიყვანდა, რაღაცამ ხომ მიიყვანა?! ვინ? რამ? ამ კითხვების პასუხმა შეიძლება ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანოს. ექსპერტიზა არ იყო ჩატარებული. აქ არავინ არ ელოდებოდა, რომ საქმე გაგრძელდებოდა. შეიძლებოდა ჩემს ადგილზე სხვა ყოფილიყო. ჩემს სიტუაციაში ეს შემთხვევითობა იყო. მეც მყავს შვილები და მეც მშობელი ვარ. წავედი და ვნახე სიტუაცია. პირველი ჩემი რეაქცია იყო ის, რომ გამიკვირდა და პირველი ეჭვი, რაც გამიჩნდა და ვთქვი იყო ის, რომ ეს მანქანა 4 დღე არ იდგა-მეთქი. მერე დაიწყო, იმან დაიქირავა და ა.შ. ეს იყო ჩემი გამოჩენა. მერე დაიწყო მუქარები და ასე გრძელდება”, – აღნიშნავს რამიშვილი.

დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებას მიაყოლებენ: რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს

იქნება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის საქმე თაროზე ამოდებული, რომელსაც დასასრული არ ექნება? – ამ კითხვაზე მიხეილ რამიშვილი გვპასუხობს, რომ  ეს გამორიცხულია.

“თაროზე არ იქნება ამოდებული, ეს გამორიცხულია! საქმეს ბოლომდე მივიყვან. თუ მე დამისრულეს სიცოცხლე, არ ვიცი. მაგრამ მე იქამდე არ მივიყვან. დამკითხეს როგორც მოწმე. ოჯახს ვუთხარი, რომ მათი გადასაწყვეტი იყო საქმეში დავრჩებოდი თუ არა, მაგრამ კატეგორიულად უარი თქვეს ჩემ წასვლაზე. შესაბამისად, ვაგრძელებ საქმიანობას”, – აცხადებს ადვოკატი.

“მობილური ტელეფონი და ნომერი ჩამომართვა პროკურატურამ…” – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი სოციალური ქსელის საშუალებით აქტივობების განხორციელებას გეგმავს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში, სოციალურ ქსელში საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანი მასალების გამოქვეყნებას აპირებს.

“საგამოძიებო ორგანოში არიან გარკვეული პირებიც, რომლებიც თავადაც ხვდებიან, რასთან გვაქვს საქმე. საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს. სოციალურ ქსელში დავიწყებ აქტივობებს, რომ საზოგადოებას გავაცნო რასთან გვაქვს საქმე, რა არის რეალობა და რა სიცრუე”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.