LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ ქვესტრუქტურის ნაწილი იყო, რომელიც მსხვილ ფინანსურ აფიორებთან დაკავშირებით მუშაობდა-დავით ფურცხვანიძის განცხადება

339
BeFunky-collage-10-5f64f90252bfa

 

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. ამის შესახებ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

„მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო ფორმატში ძირითადად. ეს არის ნაწილი იმ საქმისა, რომელიც ეხებოდა ძირითადად მსხვილ ფინანსურ აფიორას რაღაც კუთხით და თამარი იყო იმ ქვესტრუქტურაში შემავალი“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g