LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

168
BeFunky-collage (5)

მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხდომას მართავს. პირველ სესიას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან. ის ოპოზიციური პარტიები კი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, სხდომის მიმდინარეობის პარალელურად შეიკრიბნენ და მანდატებზე საჯაროდ უარი თქვეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ აქცია პარლამენტარიზმის და არჩევნების იდეის დაცვას ემსახურება.

„ის რაც დღეს, აქ, მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში, ამ ისტორიულ ადგილას ხდება, არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმის და საქართველოს ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს ბოიკოტი შედგება, თქვენ ნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მარტო შეიკრიბება და ტესტი ამ ბოიკოტის, რა თქმა უნდა იქნება 17 დეკემბრისკენ, როდესაც ინდივიდუალურად პარლამენტარები დაწერენ განცხადებას და რეალურად უკვე „ქართული ოცნება“ დარჩება მართლაც თავის თავთან მარტო, უკვე ამ შემთხვევაში იურიდიულადაც“, – განაცხადა უგულავამ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის პოზიციაა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს არ უფორმებენ.

„ჩვენს უკან დგას ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა და იქ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს წარმოადგენენ. ის არაა ერთპარტიული პარლამენტი, ის ჯერჯერობით ერთი კაცის პარლამენტს წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი ვერ გასტანს ეს მდგომარეობა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის მეშვეობით დაიბრუნებს სახელმწიფოს.

 

 

სულ ცოტა ხანში ქართველი ხალხი, როგორც სუვერენული ხალხი ამ ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებს და მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ისტორიულ პროცესში ვმონაწილეობ და უარს ვეუბნები სისტემას, რომელსაც უკვე ნორმად აქვს ქცეულია ადამიანების ტყვეობაში აყვანა და შემდეგ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მათი გათავისუფლება და ბევრი სხვა დეფექტი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმის მხრიდან ამოტივტივდა. შეუძლებელია, ერთი პოზიციის გარდა სხვა რამ დაგვეფიქსირებინა დღეს და ეს ერთი პოზიციაა, რომ ჩვენ არ ვუფორმებთ ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს“,-აღნიშნა მელიამ.

“პარტია სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ ხელისუფლების მრავალწლიანი მმართველობა გააკრიტიკა და ალეკო ელისაშვილის პოზიცია შეაფასა.

მისი თქმით, ელისაშვილის პარტია ზუსტად შეესაბამება ამ ხელისუფლების სტანდარტებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ  ამ პარტიის გაშვება არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელობას.

მისივე განცხადებით, თუკი გაერთიანებული ოპოზიცია ასე ერთსულოვნად გააგრძელებს ბრძოლას, სულ მალე ახალი არჩევნები დაინიშნება.

ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებაში ნათქვამია, რომ 31 დეკემბრის არჩევნების შედეგებით არჩეული ოპოზიციური დეპუტატები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და ტოვებენ პარლამენტს, რადგან პარლამენტის ეს შემადგენლობა არ ასახავს ამომრჩევლის ნებას; ისინი მიმართავენ ცესკოს, გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სიები;

კერძოდ, ოპოზიციამ სამ დოკუმენტს მოაწერა ხელი:

პირველი დოკუმენტი არის მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.

მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.

 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით უერთდება პოლიტიკური პარტია “გირჩი”, “მოქალაქეები” და რესპუბლიკელები”, თუმცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, ოპოზიციის მემორანდუმზე ხელმოწერას ე.წ. სიის ჩახსნის თაობაზე აღნიშნული სამი პარტიის წევრები არ ესწრებიან.

“რესპუბლიკურ პარტიაში” აცხადებენ, რომ პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ფასილიტატორი ელჩების მიერ წარმოებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და ორგანიზაციის აქტივისტები არიან შეკრებილნი.

“ფორტუნას” რეპორტიორის ინფორმაციით, პარლამენტი საპროტესტო შეძახილების და საბჭოთა ჰიმნის ფონზე შეიკრიბა. ამასთან , ახალი მოწვევის დეპუტატები პარლამენტში, სირცხვილის კორიდორის და შეძახილების ფონზე შევიდნენ.

“მონა! მონა!” – დეპუტატები პარლამენტში სირცხვილის დერეფნისა და კომუნისტური სიმღერის ფონზე შედიან

დეპუტატები პარლამენტში შეძახილების ფონზე შედიან: საკანონმდებლო ორგანოში მივიდა თამარ ჟვანიაც

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g