LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო მოხელეებს აზარტული თამაშები აეკრძალებათ

304
untitled-design-3

განისაზღვრება პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

ლაშა ხუციშვილი განმარტავს, თუ ვის შეეზღუდება ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება. „იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება, რომელიც არის 25 წელი. ის გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ეს იქნება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი ყველასთვის. ბუნებრივია, ასაკობრივი ზღვარი არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე განისაზღვრება პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. ამის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს. კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები. ჯამში, საქართველოს ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება“,- განაცხადა ხუციშვილმა.

სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები