LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო მოხელეებს მივმართავ, უკრაინის მოქალაქის მითითებებს ნუ დაუჯერებენ – პაპუაშვილი

41
1

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საჯარო მოხელეებისადმი – უარი თქვან “ქართულ ოცნებაზე” – კანონის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებაა და მისი მიზანი ქვეყნის არევაა.

პაპუაშვილი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქის მითითებებს არ დაუჯერონ:

“სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ფარისევლურია მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, შერიგებაზე საუბრობენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი აქ  სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა.

სწორედ ასეთი მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის არევა, ეს არის პირდაპირი მოწოდება კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და გეგმებს კიდევ ერთხელ ავლენს. საქართველოს საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მითითებებს ნუ დაუჯერებენ.

აგონიაში ჩავარდნილი “ნაციონალური მოძრაობა” არ ერიდება, ღია ომი გამოუცხადოს ეკლესიას და ეკლესიის მმართველებს ეგზარქოსებად მოიხსენიებენ. ამ დღეებში მიდის ისტორიის გადაწერის მცდელობა – მსხვერპლებს დამნაშავეებად წარმოაჩენენ და დამნაშავეს მსხვერპლებად. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, სწორედ ამას ემსახურება ის, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა ძალაა “ნაციონალური მოძრაობა”, რა იდეოლოგია აქვთ და რა დანაშაულებთან აქვთ კავშირი.” – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გავრცელებულ მორიგ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველას, უარი თქვან არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე.

“უარი თქვით “ქართულ ოცნებაზე” და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის. მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის. მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში. ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.” – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები