უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს საჯარო სივრციდან გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
„ისინი გაუჩინარდნენ. ასევე არ ვრცელდება სხვა მაღალჩინოსნების სისტემური და მნიშვნელოვანი პროტოკოლური განცხადებები, მათ შორის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელ პატრუშევის, ბორტნიკოვის, ნარიშკინის. ისინიც გაქრნენ სავალდებულო ოქმებიდან. ერთი სიტყვით, ყველა სრულიად გაქრა საჯარო პროტოკოლის სივრციდანაც კი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეში პუტინს მხოლოდ ერთი ერთგული მსახური დარჩა – საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელიც „ზოგჯერ გიჟური განცხადებებით ჩნდება საზოგადოებაში”.