LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკადრო ცვლილებები მერიაში – თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

100
სგსდაგჰ

დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი სანდრო ტოგონიძე კერძო სექტორში გადადის და ამ თანამდებობაზე დედაქალაქის მერმა ლევან ჯღარკავა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე  დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

ვინ დაიკავებს დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.